„თბილისის ბაროკო ფესტივალი“: ანსამბლ The Spirit of Gambo-ს კონცერტი გაიმართება

16 ნოემბერს 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მესამე კონცერტი გაიმართება.
კონცერტს გამართავს ნიდერლანდებიდან ჩამოსული ვიოლა, გამბისტების ანსამბლი The Spirit of Gambo და ამერიკელი მომღერალი, სოპრანო კრისტენ ვიტმერი. 15102113_10207245639691497_113047089_o
კრიტიკოსების აზრით, ანსამბლი The Spirit of Gambo არის სრული ნეტარება, ძლიერი მუხტი და მუსიკის საოცარი შეგრძნება, რომელსაც ისინი ერთდროულად იღებენ შესრულების დროს. როგორც „კვირას“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს დაულენდის, პერსელის, ბახისა და სხვათა მუსიკას. 16 ნოემბრის კონცერტი ძალიან უჩვეულო იქნება, სპეციალურად ამ ანსამბლისთვის დამზადებულ ცხოველებისთავიან და მოჩუქურთმებულ ინსტრუმენტებზე (ვიოლა და გამბა), ანსამბლის წევრები მომღერალ კრისტენ ვიტმერთან ერთად, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში იმ უძველეს ინგლისურ მუსიკას ააჟღერებენ, რომელზედაც თავის დროზე იტალიურმა მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა. ამ საღამოს შესრულდება ქართველი მსმენელისათვის უცნობ კომპოზიტორთა ნაწარმოებები და მართლაც რომ, მისტიკური საკრავებით ჯადოსნური სამყარო გადაიშლება.
ცნობისათვის: The Spirit of Gambo ვიოლა და გამბის მუსიკის შესრულებაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ანსამბლი დააარსა ფრიკ ბორსტლაპმა და ჯესინა ლიედმაიერმა. ივანკა ნელემანი და თომას ბაეტე ანსამბლის ძირითადი წევრები არიან. მუსიკოსები უკრავენ ლამაზ ინსტრუმენტებზე, რომელიც ჯესინა ლეიდმაიერმა სპეციალურად ამ ანსამბლისთვის შექმნა. ინსტრუმენტებზე მოხატული ორნამენტები და მოჩუქურთმებული ცხოველთა თავები, განსაკუთრებულ სანახაობად აქცევს მუსიკის სმენას. ანსამბლი ხშირად უკრავს საერთაშორისო ფესტივალებზე. ჩაწერილი აქვთ რამდენიმე დისკი, მათ შორის The Silver Swan სოპრანო კლარონ მაკფადენთან ერთად და კრისტოფერ ტაის ინსტრუმენტული მუსიკა. 15045354_10207245639611495_408491316_o
სოპრანო კრისტენ ვიტმერი დაიბადა ტოკიოში, იაპონია. სიმღერა დაიწყო 8 წლის ასაკში. სწავლობდა კლასიკურ და ბაროკოს ეპოქის მუსიკას ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც მას მიენიჭა Yomiuri New Artist Prize. უნივერსიტეტის დამთავრებისას კი – Akanthas Prize და Douseikai Prize. უმაღლესის დამთავრებისას კრისტენმა The Meiji Yasuda Cultural Foundation-სგან მიიღო სტიპენდია და სწავლობდა ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში, სადაც მან მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ძველი მუსიკის ვოკალში და მაგისტრის ხარისხი ჰენრი პერსელის ვოკალური მუსიკის სპეციალიზაციაში. მისი პედაგოგები იყვნენ: პიტერ კოიჯი, ლენი ვან დენ ჰეუველი, ჯილ ფელდმენი და მაიკლ ჩანსი. კრისტენი ხშირად გამოდის ადრეული მუსიკის კონცერტებზე ცნობილ დირიჟორებთან და ანსამბლებთან ერთად. მას უთანამშრომლია ისეთ დირიჟორებთან, როგორიცაა: იოს ვან ველდჰოვენი, ფილიპ ჰერევეგე, ჯოშუა რივკინი და ფრანს ბრუგენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები