ზაზა წურწუმია: სააკაშვილის ხელისუფლების „ბეცმა“ პოლიტიკამ შედეგები დღესაც მოგვიტანა

“როდესაც შენ აძლევ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას და არავინ არ იცავს შენს ქვეყანას, ეს დამაფიქრებელია”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქოლოგმა ზაზა წურწუმიამ განაცხადა.
წურწუმია თვლის, რომ მიხელ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა გარკვეულ ადამიანებს სრულიად დაუმსახურებლად მიანიჭა.
“სააკშვილის “ბეცმა” პოლიტიკამ დღესაც მოგვიტანა შედეგი, მან თურქეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობა მასობრივად გასცა.
როცა ადამიანს აძლევ მოქალაქეობას და არავინ არ გამოდის და არ იცავს შენს ქვეყანას, ეს ცოტა დამაფიქრებელია.
იმ ხალხს, ვისაც სინამდვილეში სჭირდებოდა ქართული პასპორტი და თურქეთში იცავდა თავის ენას, მათ არ მიუღიათ და მიიღეს ისეთებმა, რომლებსაც საქართველოსთან არაფერი აკავშირებთ.
მათ სჭირდებოდათ ქართული პასპორტები სამომავლოდ, უვიზო რეჟიმი მიღების შემთხვევაში, ევროპაში გადასაადგილებლად, რადგან თურქეთმა ამაზე საუბარი უკვე დაასრულა”,- განაცხადა ზაზა წურწუმიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები