“თურქეთის მდიდარი მოქალაქეების ათეულში ქართველიცაა, ეს საკმარისია იმისთვის, რომ დიასპორა აფხაზურზე უფრო ძლიერი იყოს”

“მესიჯი, რომელიც თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა გაუშვეს, არის ის, რასაც საქართველოს ყველა მტერი ინატრებდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქოლოგმა ზაზა წურწუმიამ განაცხადა.
წურწუმია დიასპორის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული დიასპორა კლასიკურ დიასპორად წლების მანძილზე ვერ ჩამოყალიბდა.
დიასპორის სპეციალისტი დიასპორის განვითარების საკითხში საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზეც საუბრობს.
„თურქეთის მდიდარი ადამიანების ათეულში არის ქართველიც, ეს საკმარისია იმისთვის, რომ დიასპორა უფრო გაძლიერდეს, აფხაზებმა გამოიყენეს თავისი შანსი, მიუხედავად იმის, რომ ჩვენზე ნაკლები რესურსი აქვთ.
უნდა გაძლიერდეს ქართული დიასპორა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მოწოდება საპროტესტო აქციებისკენ.
აფხაზები მოქმედებენ ერთიანად. ქართულმა დიასპორამ უნდა გამოუშვას საკუთარი გაზეთი, შექმნას მაუწყებლობა, მას ამის რესურსი გააჩნია“, – განაცხადა ზაზა წურწუმიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები