ლადო ბოჟაძე: ძირითადი დარღვევები არჩევნების დროს კომისიის წევრების არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შესაბამისი სერტიფიკატები ჰქონდეთ.
ლადო ბოჟაძის განცხადებით, არჩევნებმა გამოამჟღავნა, რომ საუბნო კომისიის წევრები არაპროფესიონალები იყვნენ.
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი ცესკოს მიმართავს რეკომენდაციით, რათა მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დატრენინგება და შესაბამისი სერტიფიცირების ჩატარება.
“ჩვენ ვთვლით, რომ უნდა გაკეთდეს რაღაც მარტივი მოდელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად.
პირველ ეტაპზე, ეს უნდა იყოს სარეკომენდაციო ხასიათის. ადამიანები, რომლებსაც ექნებათ სერტიფიკატი, ეს იქნება კრიტერიუმი იმისა, რომ ოლქებმა სწორედ ასეთი ადამიანი აირჩიონ.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპებით, თუმცა ძირითადი ხარვეზები, რაც დაფიქსირდა, სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არაკვალიფიციურობას ადასტურებს.
გარკვეული ბაზა უნდა შეიქმნას ადამიანებისა, რომლებიც ობიექტურები თუ არა, მინიმუმ პროფესიონალები იქნებიან“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ ცესკოს და „სამართლიან არჩევნებს“ რეკომენდაციით მიმართავს, რათა მოხდეს იმ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება, ვინც მომავალში ჩატარებული არჩევნების ხარისხზე პასუხი უნდა აგოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები