ზაზა წურწუმია: თურქეთის ხელისუფლებისთვის საქართველოში მოქმედი „გიულენის“ სკოლები მიუღებელია

გაზეთ „საბაჰში“ ჩადებულ ჩანართზე თურქეთის ხელისუფლების მხრიდან თვალის დახუჭვა შესაძლოა უკავშირდებოდეს „გიულენის“ სკოლებს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქოლოგმა ზაზა წურწუმიამ განაცხადა.
დიასპორის სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ აფხაზების მესიჯი თურქეთში, რომელიც ჩანართის სახით გამოვიდა, საქართველოში მოქმედ „გიულენის“ სკოლებს უკავშირდებოდეს.
„არაა გამორიცხული, რომ ჩანართი, რომელიც აფხაზურმა დიასპორამ გამოსცა თურქეთში და რომელზეც თურქეთის ხელისუფლებამ თვალი დახუჭა, „გიულენის „ სკოლებს უკავშირდებოდეს, თუმცა ამის გადაჭრით თქმა არ შეიძლება. ერთი ცხადია, რომ თურქეთი გიულენის ექსტრადიციას ითხოვს, ის მათთვის ტერორისტია და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თურქეთი აგზავნის მესიჯს, რომ სკოლები გიულენის პატრონაჟიდან მოიხსნან, ასეთ სკოლებს თურქეთის ხელისუფლება, როგორც ტერორისტების სამჭედლოს, ისე განიხილავს. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება ჩავთვალოთ კულისებს მიღმა საკითხებად,“ – განაცხადა ზაზა წურწუმიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები