წინანდლის პრემიის ლაურეატი მწერლის ახალი წიგნის წარდგინება გაიმართება

 15 ნოემბერს, 19:00 საათზე,  გაიმართება 2016 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატის, თამარ სუბელიანის წიგნის, “მდინარეს თევზები შეჭამენ” წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” მკითხველს ამჯერად ილიაუნის წიგნის სახლ “ლიგამუსში” იწვევს.
“მარტოობის გარდა არაფერი ჰქონდათ საერთო. ათასი კითხვა დასვეს. გადაათვალიერეს ერთმანეთის მოგონებები. გადაუქექეს, მიმოუფანტეს ერთიმეორეს ფოტოალბომები, მუსიკალური ფირფიტები და წიგნები, საბუთები, ტანსაცმელი. ამას ეცნენ, იმას ეცნენ. ეგონათ ასე გადარჩებოდნენ. ეგონათ, ერთმანეთი გადაარჩენდათ. რაღაც საერთოს პოვნა იყო ამისთვის, გადარჩენისთვის, თითქოს საჭირო, და ვერაფერი რომ ვერ იპოვეს სახლებში, ქუჩებში, ქალაქებში, ფიქრებში, წარსულში, გეგმებში, – სხეულები გადაუჩხრიკეს ერთმანეთს და იპოვეს, იპოვეს, როგორც იქნა, იღლიების ქვეშ, კისერზე, თმებზე, მუცელზე, მუხლებზე, ნაოჭებზე, კოჭებსა თუ ძუძუს თავებზე შერჩენილი მარტოობა და ხელებით, ენით, ტუჩებით დაუწყეს წაგლეჯვა, ჩამოცლა, ჩამორეცხვა. თითქოს ერთი უნდა დაჰპატრონებოდა ორივეს მარტოობას, მეორე რომ ეხსნა (თუ თავი ეხსნა), და ახლა ბრძოლა გაემართათ, კანზე გამოჟონილ მარტოობას სწოვდნენ ერთმანეთს”, – აღნიშნულია წიგნის ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები