ბასა ჯანიკაშვილის პიესების კრებულის – „გაბრაზებული ჩიტის“ წარდგინება გაიმართება

 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში” მკითხველს ბასა ჯანიკაშვილის პიესების კრებულის, „გაბრაზებული ჩიტის” წარდგინებაზე ეპატიჟება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიება  თბილისის მედიათეკაში, ჭავჭავაძის 76-ში (ვაკის პარკის ტერიტორიაზე) გაიმართება.
„ერთ დროს მშვიდობით მცხოვრები მოსახლეობა ახალი რელიგიური კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდა. სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა მუსულმანების რელიგიური რიტუალის შესრულების წინააღმდეგია. მუსულმანები კი დაჟინებით მოითხოვენ ლოცვის უფლებას. სოფელი ორადაა გაყოფილი.
ამ კონფლიქტის ფონზე ორი მოზარდის, გოგონასა და ბიჭის ისტორია ვითარდება. გოგონა მუსულმანური ოჯახიდანაა, ბიჭი კი ქრისტიანია. მათ მეგობრობას ერთი საერთო ინტერესი უდევს საფუძვლად – ეს კომპიუტერის პლანშეტია. გოგონა ხათუნამ სახლიდან პაპისეული ხანჯალი მოიპარა, მისმა მეგობარმა ბიჭმა გიომ კი ახალ პლანშეტში გადაცვალა. გოგონა და ბიჭი ყოველ საღამოს საკრებულოს ეზოს კუთხეში ხვდებიან, რადგან იქ უფასო ინტერნეტია და თამაშობენ. ამის ფონზე სოფელში დღითიდღე იძაბება სიტუაცია. პიესას საფუძვლად უდევს საქართველოში რეალურად განვითარებული მოვლენები”, – აღნიშნულია წიგნის ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები