„ნამის კონკურსის“ გამარჯვებულთა გამოფენა გაიმართება

17-20 ნოემბერს, 11:00 საათზე, „თბილისის წიგნის დღეები“ აღმოსავლეთ აზიის გამოფენას უმასპინძლებს. „ნამის კონკურსმა“ უკანასკნელი წლების განმავლობაში ილუსტრაციის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიების სახელი დაიმკვიდრა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2009 წლიდან ეს ფესტივალი ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ოფიციალური სპონსორია.
წელს „ნამის საერთაშორისო კონკურსის“ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 16 ილუსტრატორის ნამუშევრები „ექსპო ჯორჯიას“ მეხუთე პავილიონში გამოიფინება.
„ნამის კონკურსის“ ჟიურის რეკომენდაციით, ფესტივალისთვის „წიგნის ხელოვნების ცენტრს“ წელს გამარჯვებული 80 ნამუშევარი უფასოდ გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები