ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის – „ჟურნალისტიკის შესავალის” წარდგინება გაიმართება

21 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში (ნინოშვილის 55), გაიმართება ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავალის” წარდგინება. პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ფოტოგამოფენა – „კოლეგები ჩემს ობიექტივში“.
როგორც „კვირას“ ოლიკო ცისკარიშვილმა განუცხადა, გამოფენა სპეციალურად გაკეთდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რათა მათ წარმოდგენა ჰქონდეთ და ვიზუალურად შეაფასონ მომავალი პროფესია, რა რისკის ქვეშ დგებიან ჟურნალისტები, როგორ პირობებში უწევთ მათ მუშაობა და ა.შ.
„რაც შეეხება წიგნს „ჟურნალსიტიკის შესავალი“, წიგნში შესულია როგორც ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები, ასევე ისიც, თუ რა არის ჟანრები. ორიოდე წლის წინ, ვმუშაობდი ერთ-ერთ სამოქალაქო კლუბში, სადაც უამრავ სხვადასხვა უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა მოდიოდა, სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექი, მათ არ იცოდნენ, რა იყო ჟანრები: ნიუსი, სტატია, რეპორტაჟი და ა.შ. არ იციან, რა არის პრესრელიზი, როგორ იწერება ელექტრონული წერილი და ა.შ. ამიტომ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო ახალგაზრდა თაობისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო რაიმე ლიტერატურა, რომელიც მისცემდა იმ ელემენტარულ ცოდნას, რაც ასე აუცილებელია ჟურნალისტისთვის. ჰოდა, მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ეს ამბავი, ან ვისაც უბრალოდ მოგენატრეთ, გელით…
და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ძალიან მაგარ გუნდს მხარდაჭერისთვის“… – განუცხადა „კვირას“ ოლიკო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები