გიორგი კეკელიძე – ამჯერად მეზღაპრის ამპლუაში

16 ნოემბერს, 19:30 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის “თომას ზღაპრების” წარდგინება გაიმართება.
წიგნი “საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ” გამოსცა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ავტორი ამჯერად მეზღაპრის ამპლუაში წარდგება, ეს ავტორის დებიუტია. პირველ სერიაში შედის 5 ზღაპარი. წიგნის ილუსტრაციების ავტორია სალომე ხოტივარი.
ქართველი მკითხველები “თომას ზღაპრების” მთავარ მოქმედ გმირებში ხშირად ამოიცნობენ საკუთარ თავს, მეგობრებს, შეყვარებულებს, ბებიებს, დაბრუნდებიან საოცარ ბავშვობაში და ჯუჯებთან ერთად იმოგზაურებენ ზღაპრულ სამყაროში.
ავტორი საუცხოოდ ახერხებს ბავშვებს აჩვენოს სიკეთის ძალა ბოროტებასთან დაპირისპირების გარეშე.
წარდგინება საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსის 5 სართულზე, 519-ე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები