პრემიერმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს საკუთარი კანდიდატი ეყოლება – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, 2018-2021 წლების ვადით, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უდიდეს როლს ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის შენარჩუნების მამოძრავებელი ძალის, განმტკიცებაში და გენერალური მდივნის პოსტზე სათანადო კანდიდატის შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოცდილება, რომელიც ამჟამად არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში, ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რთული საქმიანობის შესასრულებლად.
„ბატონი პოლოლიკაშვილი ასრულებდა წამყვან როლს საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში და ტურიზმის სექტორში უცხოური ინვესტიციებისა და ინოვაციების მოზიდვასა და ინოვაციების წახალისებაში. თავისი საქმიანობით მან გზა გაუკაფა ტურიზმის სფეროში მდგრად პრაქტიკას და სიღარიბის აღმოფხვრისკენ გამიზნულ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო იქცა ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ცენტრად რეგიონში,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, ზურაბ პოლოლიკაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ამბიციური მიზნების მიღწევის საქმეში.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისგენერალური მდივნის თანამდებობაზე2018-2021 წლების ვადით წარდგენილიკანდიდატების შერჩევის პროცესი 2017 წლის მაისში გაიმართება ორგანიზაციისაღმასრულებელ საბჭოში, რომელიც 33 ქვეყანას აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები