„აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტი 2017 წლის ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტი 2017 წლის ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის სამიტზე განიხილება რიგის სამიტის შემდეგ მიღწეული შედეგები. ამას გარდა, შეხვედრის მონაწილეები პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელებენ.
საბჭო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიას, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით, სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშოების დაწყებისკენ მოუწოდებს.
“აღმოსავლეთ პარტნიორობა” არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამა, რომლის მონაწილეები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთის და აზერბაიჯანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები