„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი – საქართველო და უკრაინა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას თებერვლამდე ვერ მიიღებენ
საქართველო და უკრაინა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას თებერვალ-მარტამდე ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ტვიტერში „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.
მისი განცხადებით, მიმდინარე კვირას უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმზე მოლაპარაკებები განახლდება.
„არა მგონია, რომ საქართველომ და უკრაინამ ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის თებერვალ-მარტამდე მიიღონ“, – წერს იოზვიაკი. ჟურნალისტის ინფორმაციით, უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის ელჩები 17 ნოემბერს განიხილავენ. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.