ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფი Aerosmith-ი საქართველოში კონცერტს გამართავს

  საქართველოს ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფი Aerosmith-ი ესტუმრება და 20 მაისს Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მუსიკოსები საქართველოში ისრაელიდან ჩამოვლენ. შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც 23 მაისს კონცერტი აქვთ დაგეგმილი.
Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვა, რომელიც ჯგუფის დაარსებიდან 45-ე წლისთავს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები