ნათია შიოლაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ხელოვანები ერთიანდებიან

15 ნოემბერს, 19:00 საათზე, რესტორანში – “თეთრი სახლი”  გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება – ნათია შიოლაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნათიას ესაჭიროება – ღვიძლის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია, რომლის ღირებულება  65 000 ამერიკული დოლარია. დარბაზში განთავსებული შესაწირი ყუთის საშუალებით, თითოეულ სტუმარს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერი თანხით დაეხმაროს ნათიას.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობენ: ეკა კვალიაშვილი, გიორგი შალვაშვილი, ამალია ჯიბლაძე, გოჩა ჭაბუკაიძე, ვერიკო ტურაშვილი, კახა კუხიანიძე, მარიკა თხელიძე, დათუნა მგელაძე, სოფო ბედია, პაატა ხაჩიძე, ლელა ვეშაგური, მარკუს მეტრეველი, თამარ ალადაშვილი, ბესო კვიციანი, თამარ მურადაშვილი, ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძე, მეგი ტატიშვილი, იოანე ქართველი, თინათინ ქევხიშვილი, შმაგი მეძმარიაშვილი, რუსა ჟიჟიაშვილი, შავი პრინცი, ქეთი ჯაშიაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, ლაშა ღლონტი, SALIO, მალხაზ მელქუაშვილი, გიორგი ცაავა, ირმა არავიაშვილი, ნიკა გიორგაძე, ფატი ბროლაშვილი, რეზი ხოზბერუაშვილი, “ქველა”, ბექა ბადრიძე, გია ფეიქრიშვილი, დუეტი: “კახურა”, ჯგუფი: “ზღვარი”, ანსამბლი: “სნო”, ლელა ნინუა, გუკა თათულაშვილი, ნია კვანჭილაშვილი, ნინა სამხარაძე.
ღონისძიების წამყვანია ლიკა სილაგავა, ორგანიზატორი – ქეთი ჭარელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები