ჟერარდ გერლინსკის ლექცია „დინოზავრის ნაკვალევის კვლევა“ გაიმართება

16 ნოემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში, ჟერარდ გერლინსკის ლექცია „დინოზავრის ნაკვალევის კვლევა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჟერარდ გერლინსკი პოლონური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერია. ის შეისწავლის სხვადასხვა პერიოდის დინოზავრებსა და მათ ნაკვალევს. გერლინსკი იყო შემეცნებითი გადაცემის კონსულტატი პოლონურ ტელევიზიაში და რამდენიმე სამეცნიერო ფილმის პროდიუსერი. 2013 წლიდან დღემდე „დელტა“ ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრია.
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები