მუსიკალური პოეზია „ბეტონის ზონა“ – პრემიერა მოძრაობის თეატრში

18, 19, 20 ნოემბერს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში პრემიერაა – ერთმოქმედებიანი მუსიკალური პოეზიის წარმოდგენა „ბეტონის ზონა” გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, წარმოდგენის რეჟისორია: კახა ბაკურაძე;  კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე; მხატვარი: გიორგი ნინოშვილი.
მონაწილეობენ: ირაკლი მენაღარიშვილი, სანდრო ნიკოლაძე, ლევან მიქაბერიძე, კახა ბაკურაძე, გიორგი გოგავა, ანი თალაკვაძე, ელიზბარ ჩხეიძე, ქეთი გიორგაძე.
„ამ ქალაქში ნახავ ისეთ რამეს, რასაც სხვაგან ვერ ნახავ!
როგორ გვიყვარს ჩვენი ქალაქი?!
ქალაქი სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვბერდები!
როგორ ვერ ვიტანთ?!
ეს ქალაქი არ ეკუთვნის არავის!
ასე იყო, ასე არის, ასე იქნება… სანამ ეს ქალაქი იდგება!
ის ჩვენია, ეს ქალაქი ჩვენია, ჩემი, შენი, ჩვენი ქალაქი“! – ნათქვამია სპექტაკლის ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები