ჯოვანი ვეფხვაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

15 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში  ჯოვანი ვეფხვაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯოვანი ვეფხვაძის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტი, პეიზაჟი, ისტორიული სიუჟეტები, თბილისისა და იტალიის ქალაქების სერია.
ჯოვანი ვეფხვაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და საკავშირო სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნოს 70-ანელთა თაობის წარმომადგენელი იყო. მისი წარმოსახვითი სამყარო და მუშაობის ტექნიკა გამოირჩევა თვითმყოფადობითა და არტისტული ხასიათით, რომელიც მხატვრის პიროვნების საყრდენს წარმოადგენდა. ჯოვანი ვეფხვაძე მონაწილეობდა გამოფენებში, იყო მრავალი ორგანიზაციის წევრი და ქართულ-იტალიური ცენტრის, ,,ჯოვანი ლორენცოს“ პრეზიდენტი. მისი ნამუშევრები იტალიის, საფრანგეთისა და საქართველოს კერძო კოლექციებში ინახება. გამოფენა ეძღვნება ჯოვანი ვეფხვაძის ხსოვნას. გამოფენა 2016 წლის 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები