პეტერბურგში საგანგებო ფესტივალი „რუსთაველის ეპოქა ერმიტაჟში“ ჩატარდა

13 ნოემბერს, ქალაქ პეტერბურგის ერმიტაჟის თეატრში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავი საგანგებო ფესტივალი – ,,რუსთაველის ეპოქა ერმიტაჟში“ ჩატარდა.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ,,ერმიტაჟის“ ორგანიზებით გამართულ საღამოზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო ერმიტაჟის გენერალური დირექტორი მ. ბ. პიოტროვსკი, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
ასევე, ტელეჩართვა განხორციელდა თბილისიდან – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, სადაც წამყვანმა სპეციალისტებმა ელენე მაჭავარიანმა, ლელა შათირიშვილმა და თამარ აბულაძემ ისაუბრეს და წარადგინეს ცენტრში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერები.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები