მიხეილ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ პეტრო პოროშენკო მას საქართველოს არ გადასცემს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ექსგუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მის ექსტრადირებას არ განახორციელებს.
„მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის. წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ ის საქართველოს გადამცემს. თუნდაც ასე იყოს. საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები“, – განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული მე-5 არხის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები