შსს-მ ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე იმერეთში რეგიონული შეხვედრა და ტრენინგი ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული თემატური შეხვედრა გამართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ჩატარდა და მასში პოლიციის, პროკურატურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი თანამშრომლობის ქსელის შექმნა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა.
 
მსგავსი ტრენინგები და შეხვედრები ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი, მოქნილი სისტემის შექმნას, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოების და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მიდგომების შემუშავებას, რაც მის შემცირებას და პრევენციას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები