შსს-მ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა – ვიდეო

შსს-ს  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი: 1987 წელს დაბადებული რ.ბ. და 1987 წელს დაბადებული პ.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბერში გორში 5 ბინა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკა, ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. ქურდობის შედეგად მოქალაქეებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის საერთო ოდენობამ  9020 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“  და „გ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები