“მოკლედ ვიტყვი, რა უნდა იგულისხმებოდეს კომბლეს გადაკეთების იდეაში”

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, განათლების მინისტრის იმ განცხადებას, ეხმაურება, რომელშიც ის ქართული ზღაპრებისა და მულტფილმების ახლით ჩანაცვლების აუცილებლობაზე საუბრობს.
გამზარდიას შეფასებით, რაც გულისხმობს “კომბლეს” “გაკრიტიკების” თუ ტრანსფორმაციის წინაპირობებს, უბრალოდ, მინისტრი ამაზე არ უნდა ლაპარაკობდეს.
“კომბლე” და მინისტრი პიარის კონტექსტში მოკლედ, ამაზე ცალკე სტატიას ვწერ, პიარ ტექნოლოგიების კუთხით და მოკლედ ვიტყვი, რა უნდა იგულისხმებოდეს “კომბლეს გადაკეთების” იდეაში… ზღაპარი, როგორც წარმოდგენების მითობრივი სისტემა მნიშვნელოვანია იმ დონეზეც, რა დონეზეც ის ქმნის იდეალებს, ბაძვისა და წარმოდგენების მნიშვნელოვან მატერიალიზებულ ილუზიას. როდესაც “მტყუნდება” კომბლე და სხვა პერსონაჟები, ხოლო ადამიანი მათ “შეცვლაზე” აკეთებს აქცენტს, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფასეულობათა სისტემა, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ან შეიცვალოს მომავალი თაობებისათვის სწორი, სასურველი ბაძვის საგნად. მაგალითად, რატომ შექმნა ამერიკამ სუპერმენის მითი? იმიტომ რომ სუპერმენი იყო თავისებური მატერიალიზება ამერიკული იდეისა , ასე ვთქვათ, ამერიკული სულისა, ის იყო მისაბაძი ყველასთვის ამერიკაში, რადგან არ იყო მასზე მაღალი საზომი. ეს არის გმირებისა და ანტიგმირების ბრძოლა – ვინ იმარჯვებს და რა ხერხებით იმარჯვებს? – ეს არის შედარების მთავარი კრიტერიუმები, რა თვისებები შეიძლება იყოს ბაძვისა თუ იდეალის მიმსგავსების მოტივატორები.

ეს არის ამოსავალი წერტილი, რაც გულისხმობს “კომბლეს” “გაკრიტიკების” თუ ტრანსფორმაციის წინაპირობებს, უბრალოდ, მინისტრი ამაზე არ უნდა ლაპარაკობდეს, მინისტრი ამის შექმნას ყვირილის გარეშე უნდა უწყობდეს ხელს. ის, რაც გაუგებარია ბევრისთვის და მესმის კიდეც აღშფოთება, გასაგებია პიარისა და პროპაგანდის სპეციალისტისათვის, ისე, რომ არც აღშფოთდება. ეს მოკლედ, რაც მინდოდა მეთქვა, დავწერ წერილს და ია ოდნავ უფრო განვავრცობ, რადგან ვრცელი და საინტერესო წერილები მაინც არაკითხვადია და იძულებულები ვართ ხოლმე ფრაგმენტებით გამოვიხატოთ“, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები