სააკაშვილი მედვედევს პასუხობს: ამის შემდეგ კიდევ ვინმე შეძლებს ილაპარაკოს, რომ მე კრემლის აგენტი ვარ

ამის შემდეგ კიდევ ვინმე შეძლებს ილაპარაკოს, რომ მე კრემლის აგენტი ვარ? – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის კრიტიკულ განცხადებას, სადაც რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ “სააკაშვილმა ჩაისვარა”. „რა გასაკვირია, კრემლის არგუმენტები ემთხვევა ზოგიერთი უკრაინელი „ექსპერტის“ აზრებს. ამის შემდეგ კიდევ ვინმე შეძლებს ილაპარაკოს, რომ მე კრემლის აგენტი ვარ?!“, – წერს სააკაშვილი.
“ამ მგზავრმა კიდევ ერთხელ, რასაც ჰქვია, ჩაისვარა და უკრაინისთვის, სამწუხაროდ, რომელიც იმედოვნებდა ოდესის აყვავებას ამ მრავალმხრივ გამოცდილი ადამიანის მოსვლით, შედეგი ნულია, უარყოფითი“, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები