თავდაცვის სამინისტრო სახელფასო დანამტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მიერ სახელფასო დანამტების გაცემის შესახებ “ტელეიმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო პასუხობს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრის აპარატში განხორციელდა კადრების ოპტიმიზაცია, კერძოდ გაუქმდა მინისტრის და მისი მოადგილეების მრჩევლების 10 საშტატო ერთეული, ხოლო მათი ხელფასიდან და დანამატებიდან გამოთავისუფლებული თანხა გადანაწილდა რაციონალურად, მინისტრის მოადგილეებზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე და გენერალურ შტაბში სამეთაურო რგოლზე. მანამდე, მინისტრის და მისი მოადგილეების მრჩევლებზე გასაცემი ხელფასის ოდენობა წლიურად 389 556 ლარს შეადგენდა.

უწყების ცნობითვე, ცვლილება შეეხო თანაშემწეების შტატსაც, 8 თანაშემწის ხელფასიდან, რომელიც წლიურად 220 368 ლარს შეადგენდა, გამოთავისუფლებული თანხა ასევე რაციონალურად გადანაწილდა სხვა თანამშრომლებზე.

“საქართველოს თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის #43 ბრძანებულებით.

რაც შეეხება მინისტრის ბრძანებით თანამდებობის პირებზე გაცემულ დანამატს, მოგახსენებთ, რომ სამინისტროში, მათ შორის მინისტრის აპარატში განხორციელდა კადრების ოპტიმიზაცია, კერძოდ გაუქმდა მინისტრის და მისი მოადგილეების მრჩევლების 10 საშტატო ერთეული, ხოლო მათი ხელფასიდან და დანამატებიდან გამოთავისუფლებული თანხა გადანაწილდა რაციონალურად, მინისტრის მოადგილეებზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე და გენერალურ შტაბში სამეთაურო რგოლზე. მანამდე, მინისტრის და მისი მოადგილეების მრჩევლებზე გასაცემი ხელფასის ოდენობა წლიურად 389 556 ლარს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს რომ დღეის მდგომარეობით თავდაცვის მინისტრს არც ერთი მრჩეველი არ ჰყავს და საქმეს მხოლოდ მოადგილეების დახმარებით უძღვება. ცვლილება შეეხო თანაშემწეების შტატსაც, 8 თანაშემწის ხელფასიდან, რომელიც წლიურად 220 368 ლარს შეადგენდა, გამოთავისუფლებული თანხა ასევე რაციონალურად გადანაწილდა სხვა თანამშრომლებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტრო, მანამდე არსებული დანამატების ლიმიტს არა თუ გაცდა, პირიქით, შეამცირა კიდეც. რაც შეეხება თანამდებობის პირთა პერსონალურ მონაცემებს, როგორც მოგეხსენებათ, მათი ქონებრივი დეკლარაცია საჯაროა და შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ვებგვერდზე”,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები