ალექსანდრე ჯეჯელავა: ძალიან მიხარია, რომ კომბლეს ამდენი დამცველი გამოუჩნდა

ძალიან მიხარია, რომ კომბლეს ამდენი დამცველი გამოუჩნდა – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მინისტრის თქმით, ფართო დისკუსია უნდა გაიხსნას და ეს არის ყველაზე  სასიხარულო.
„მთავარი საკითხია, რომ ჩვენ ფაქტად არაფერი  უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის უკეთესი ჩვენი შვილებისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენ ხალხს ადარდებს ეს საკითხი. ისიც ძალიან მიხარია, რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა კომბლეს. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ და ყველა საკითხზე, რაც ჩვენი შვილების განათლებას ეხება. მთელმა საზოგადოებამ თავისი აზრი უნდა გამოთქვას. ჩვენ გადასასვლელები ვართ სრულიად ახალ დონეზე – ჩვენი ერი, ცნობიერება და ზღაპრებზეც, სახელმძღვანელოებზეც, სწავლის მეთოდებზეც და ყველაფერზე გვექნება საუბარი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია.
”კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს,  მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი?  თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო “პალიტრის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები