იტალიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

  იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერ წყალდიდობას 66 წლის სირიელი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა,  ხოლო ერთი მოქალაქე დაკარგულად ითვლება. მდინარე სეკია ნაპირებიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც  რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიტბორა. ყველაზე მეტად წყალდიდობამ ქალაქი მოდენა დააზარალა.  ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე რაიონში განგაში გამოაცხადა. წყალდიდობის შედეგად იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერიც ჩამოწვა.  სტიქიის საშიში ზონიდან 600 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.  მუშაობის საგანგებო რეჟიმში სამაშველო და კომუნალური სამსახურებიც გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები