“სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება აღიარა” და ის ბრძოლას უკრაინაში აპირებს”

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ახალი პარტიის შექმნას გეგმავს. როგორც ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, მისი სახლი იქნება «Хвыля» („ტალღა“)
„პარტია იმის მიხედვით შეიქმნება, იქნება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის რომ უკრაინის პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების 90%-ით გამოცვლას ადრეც სთავაზობდა, მაგრამ პოროშენკო ამაზე არ წავიდა.
ოდესის ექს-გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ პოროშენკო მას ადრე პრემიერ-მინისტრის, ასევე პარტიის ლიდერის თანამდებობას და „კიდევ ბევრ რამეს“ სთავაზობდა
სააკაშვილმა ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება აღიარა და განაცხადა, რომ ის ამიერიდან „უკრაინაში ბრძოლას“ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები