სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონების საჯარო სკოლებში საჩვენებელ გაკვეთილებს ატარებს

დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რეგიონებში უფროსკლასელებს საჩვენებელი გაკვეთილები ჩაუტარა.
როგორც “კვირას” “ენერგო-პრო-დან აცნობეს, კომპანია აღნიშნულ პროექტს USAID-თან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 სკოლაში ახორციელებს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.
საჩვენებელ გაკვეთილებზე, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა გააცნეს ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონები და ხიფათის შემცველი სიტუაციები; ჩაატარეს ელექტროობასთან დაკავშირებული მცირე ცდები და სხვა. ამავე პროექტის ფარგლებში, იმ სკოლების ნაწილს, სადაც უკვე ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილები, კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ ჰიდროელექტროსადგურების სპეციალური ასაწყობი მოდელები, ამკრძალავი პლაკატები და სერტიფიკატები.
დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, რუსთავის #4 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საჩვენებელ გაკვეთილებთან ერთად, ჩაუტარდათ ექსკურსია „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შვილობილ, აირტურბინულ ელექტროსადგურზე „ჯიფაუერი“.
ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის კომპანია გასცემს სტიპენდიებს, აძლევს მათ საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით;
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად  იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები