დავით ნარმანია : „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ

“მეტი არგუმენტები სჭირდება ამას”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების გაკეთებულ განცხადებებს, რომ თბილისის მერიას შეუძლია „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუწყვიტოს და პარკირების თანხები თავად ამოიღოს.
ნარმანიას თქმით, მხოლოდ ერთი ციფრის დასახელება, რა შემოსავალს იღებს „სითი პარკი“ წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის.
მას ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.
„მეტი არგუმენტები სჭირდება ამას. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ, რომ ჩვენი წინამორბედების მიერ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ „სითი პარკთან“ხელშეკრულება გაწყვიტოს, პირგასამტეხლოს თანხა – 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება თბილისის მერიამ მართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები