ბრიტანული გამოცემა ტრამპის გამარჯვებით უკმაყოფილო ამერიკელებს კახეთში ემიგრაციას ურჩევს

ბრიტანული გამოცემა telegraph.co.uk საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით უკმაყოფილო ამერიკელებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის საქართველოში ემიგრაციას ურჩევენ. გამოცემა კალიფორნიის მკვიდრებს, რომელთა უმეტესობამ ტრამპის მოწინააღმდეგეს, ჰილარი კლინტონს მისცა ხმა, საქართველოში, კერძოდ კი კახეთის რეგიონში ემიგრაციას ურჩევს. “თქვენ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ Georgia-ში, ოღონდ შტატში არა, სადაც მაშინვე გამოგატრამპებენ, არამედ ქვეყანაში. საქართველოს ერთ-ერთ რეგიონ კახეთში, სადაც ღვინის უძველესი ტრადიცია არსებობს“, – წერს გამოცემა. ასევე გამოცემა მოუწოდებს აშშ-ის სხვადასხვა შტატში მცხოვრებ ადამიანებს ემიგრაციაში წავიდნენ დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, ჰონგ კონგში და სხვა ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები