მამუკა კაციტაძე: სააკაშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა, კრახი განიცადა

“სააკაშვილის მცდელობას, რასაც ის უკრაინაში აპირებს, აგონია ჰქვია”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე მიხეილ სააკშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება და თვლის, რომ სააკაშვილის ქმედება მრავალჯერ კრახგანცდილი პოლიტიკოსის აგონიაა.
“სააკაშვილმა გადაწყვიტა ახალი „დემოკრატიული“ დროშის აფრიალება ოდესაში, მისი ეს ქმედება ჰგავს აგონიას. სააკაშვილმა საქართველოში განიცადა კრახი, დამარცხდა მისი გუნდი არჩევნებში, მან კრახი განიცადა უკრაინაშიც. მისი ეს ნაბიჯი, რაღაც ოპოზიციური ფლანგის შექმნის შესახებ უკრაინაში, არის განწირული. ეს არის მრავალჯერ კრახგადატანილი პოლიტიკოსის აგონია“, – განაცხადა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები