მამუკა კაციტაძე: 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში „ახალი მემარჯვენეები” მონაწილეობას ბლოკის სახით მივიღებთ

“დღეს მე აქ, „კვირას“ პრესკლუბში, ვაცხადებ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ ბლოკის სახით”, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაციტაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის და ის კონკურენციის გაწევას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მმართველ გუნდთან მხოლოდ ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში მიიჩნევს შესაძლებლად.
“საქართველოში უნდა დასრულდეს ორპოლუსიანი მმართველობა. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ ბლოკის სახით, არა იმიტომ, რომ დამოუკიდებლად ძალა არ შეგვწევს, არამედ იმიტომ, რომ დღეს არაა პოლიტიკური კეკლუცობის დრო და ქმედითი გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ სახით მიიღება.
მე დღეს ვაცხადებ პირველად „კვირას“ პრესკლუბში, არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, რომ „ახალი მემარჯვენეები“ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებთ მხოლოდ ბლოკის სახით“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები