„დარწმუნებული ვარ, უკრაინაშიც სულ მალე დაიწყება სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა“

“დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაშიც სულ მალე დაიწყება სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.
ამასთან, სუბარი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს  ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს.
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოთხოვნილია, თუმცა ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ცოტა ხანში ქვეყნებს შორის წავა ტაციაობა, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა და ამ სასჯელის მოხდის მერე, რომელ ქვეყანას გადასცენ სასჯელის მოსახდელად. სავარაუდოდ, როგორც საქართველოს, უკრაინასაც არ ექნება უფლება, თავისი მოქალაქე სხვა ქვეყანას გადასცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს მაინც მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სულ მალე დაიწყება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასე რომ, რიგში მოგვიწევს ჩადგომა – ან ჩვენ ვიქნებით პირველი, სადაც პასუხს აგებს, ან უკრაინა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტი პოროშენკო მე მპირდებოდა, რომ მხარს დამიჭერდა, მაგრამ მან არ შეასრულა დანაპირები. ასევე, ის ყოველთვის ამბობდა, რომ რეფორმები არის შეუქცევადი და მომატყუა, არ შეასრულა თავისი სიტყვა. ეს ყველაფერი მომბეზრდა და ამით დავიღალე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყიდის ადგილებს და ისევ მოჰყავს ძველი, კორუმპირებული ადამიანები. რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ გაძარცვავს, პოროშენკო თუ იანუკოვიჩი. როგორც ძარცვავდნენ, ისე ძარცვავენ ახლაც. ამის ატანას აღარ ვაპირებ, ასე ბევრჯერ ცხოვრებაში არავის მოვუტყუებივარ“, -განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები