მანანა კობახიძე: არავითარ წყენას ადგილი არ აქვს

“ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტზე შეთავაზება მიიღო, თუმცა ჯერ არაფერი გადაუწყვეტია.
კობახიძის თქმით, მასთან კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.
„ვადასტურებ, რომ მივიღე შემოთავაზება, მაგრამ ჩემგან არ არის დადასტურებული. კონსულტაციები გრძელდება, არავითარ წყენას ადგილი არ აქვს. ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, რომელიც, სამწუხაროდ, გაჟღერდა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები