სოზარ სუბარი: სიმბოლურია, რომ გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომა სააკაშვილს 7 ნოემბერს მოუხდა

სიმბოლურია, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომა მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბერს მოუხდა“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

სუბარის თქმით, რომ არ ყოფილიყო აგვისტოს ომი, მას გაცილებით ადრე მოუწევდა წასვლა.

„დღეს მოხსნეს თანამდებობიდან, თუ გადადგომით დაასწრო, რა მნიშვნელობა აქვს, მთლიანობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 ნოემბრის პოლიტიკური ფასი გადაიხადა. სააკაშვილმა მაშინ ვერ შეინარჩუნა თანამდებობა, გადადგომა მოუხდა, სწორედ დღევანდელ დღეს 7 ნოემბერს და დღეს განმეორდა სხვა ქვეყანაში ეს მოვლენა. მაშინ რომ არ ყოფილიყო აგვისტოს ომი , მას გაცილებით ადრე მოუწევდა წასვლა“,-აღნიშნა სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები