საქართველო-იტალიას შორის მემორანდუმსა და შეთანხმებას ხელი მოეწერა

იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-იტალიას შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მემორანდუმს, ასევე სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიმართა. დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ.
ხელმოწერის ღონისძიებამდე პაოლო ჯენტილონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრამ სამუშაო ლანჩის ფორმატში ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები