“რესპონდენტი ამბობს, ექვსი მარიამი გავაუპატიურე სასაფლაოზეო”

რესპონდენტი ამბობს, ექვსი მარიამი გავაუპატიურე სასაფლაოზეო”,- ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „ გია ჯაჯანიძის შოუს“ პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ განაცხადა.
რიტუალურ მკვლელობად წოდებულ საზარელ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდები იმ სექტას წარმოადგენენ, რომლის წევრებმაც რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა „გია ჯაჯანიძის შოუში“.
“მაშინ ძალიან მიკვირდა, რატომ დათანხმდნენ ეს ახალგაზრდები ჩვენთან ინტერვიუს. ორჯერ გადაგვაღებინეს საკუთარი რიტუალები, თუმცა პირდაპირ – არა, ეს იყო რეკონსტრუქცია. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ბავშვები თავად იყვნენ შეშინებულები იმით, რაც მათ ფსიქიკაში ხდებოდა, თავად ჰქონდათ იმის სურვილი, რომ ჩვენ, საზოგადოებას, მათი პრობლემები დაგვენახა და დავხმარებოდით.
გადაცემის წამყვანი გია ჯაჯანიძე მაშინ საზოგადოებას ღია ეთერიდან მოუწოდებდა: მიხედეთ თქვენს შვილებს და ამ ბავშვებსო. ჩვენმა ჟურნალისტმა, რომელიც მათ შესახებ გადაცემას ამზადებდა, ბევრი მათგანისგან მოისმინა, რომ მათ მშობლებთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ბევრი მათგანის მშობელი საზღვარგარეთ იყო, ბევრის მშობელს საკუთარი შვილისთვის არ ეცალა – აი, ეს არის ის პრობლემა, რამაც ეს ოთხი თუ ხუთი ბავშვი აქამდე მიიყვანა.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები კარგად იყვნენ ჩაცმულ-დახურულები, ნაკვები და არ ვიცით, რით საზრდოობენ, რით სუნთქავენ, რა ინტერესები აქვთ და რაზე ფიქრობენ.
მაშინ ამ ბავშვებს, ვინც ჩვენთან იყვნენ მოსულები, ვეკითხებოდი ამ ყველაფერს: რატომ აკეთებთ, რა მიზნით? აქვე მინდა ვთქვა, რომ არ მინდა, ეს ბავშვები საზოგადოებამ დაკავებულებთან გააიგივოს, მაგრამ გადაცემაში ისინი ყვებოდნენ, როგორ იკვეთდნენ ხელზე გარკვეულ მაგიურ ნიშნებს, მერე როგორ ასხამდნენ ამ სისხლს თასში და როგორ სვამდა ამ სისხლს ერთ-ერთი მათგანი. დანარჩენები სწორედ იმ ერთ ლიდერს გადასცემდნენ საკუთარ ძალებს. მათ გაგვიმხილეს, რომ ქვეყანაში მოქმედებს ისეთი ორგანიზაცია, ჯგუფი, რომელიც ამ ტიპის ბავშვებთან – სახლიდან გამოქცეულ თუ სახლის გარეთ ბევრი დროის გამტარებელ ბავშვებთან მუშაობენ. მათ გვითხრეს, რომ ეს ბავშვები ძალიან ხშირად იკარგებიან – მათ ვეღარ პოულობენ. ეს ხდება ამ ორგანიზაციის მიერ. ამ ბავშვებს ისინი მიზანმიმართულად სვამენ გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებებზე და შემდეგ ისინი იკარგებიან. მათი ვარაუდით, ეს ბავშვები გაჰყავთ საზღვარგარეთ და იქ მათი ორგანოებით ვაჭრობდნენ.
იყვნენ გოგონები, რომლებიც შველას ითხოვდნენ, ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი მათგანი, თუ არ მეშლება… იყო ერთი, რომელმაც გვიამბო, როგორ აჰყავდა სასაფლაოზე ინტერნეტში გაცნობილი გოგონები, რომელთაგან ყველას მარიამი ერქვა, და მათივე ნებით როგორ ამყარებდა მათთან იქვე სექსუალურ კონტაქტს. ასეთი შემზარავი ისტორიები იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი რიტუალებს ზებუნებრივი ძალების გაძლიერების მიზნით ატარებდნენ. მათ ეგონათ, რომ ამ გზით ჩვენზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე მაღლა იდგნენ. ეს შემზარავი ფაქტიც ამის დასტურია. მათ მეგობრის დედა შესაჭმელად კი არ დაანაწევრეს, არამედ, რაღაც გარკვეული მიზნით. ალბათ, ამის შესახებ მოგვიანებით ყველა შევიტყობთ“, – განაცხადა სტეფნაძემ.
გამოცემასთან საუბრისას, გადაცემაში მყოფი მოზარდების ისტორიებს, გადაცემის წამყვანი გია ჯაჯანიძეც იხსენებს:
„ მე მაშინ საზოგადოებას და იმ შესაბამის ორგანოებს, ვისაც ეს ეხება, პრობლემა დავანახე. იმიტომ ვაჩვენე ეს ბავშვები, რომ მსგავსი ტრაგედია არ მომხდარიყო. როცა ისინი რიტუალებზე ვალაპარაკე, მაშინ ჩვენ გვსაყვედურობდნენ: ბავშვები არიან, ფანტაზიორობენ, რა რიტუალებს აჩვენებთო. ახლა ეს ფანტაზიაა? როგორი ტრაგედია მოხდა? არ ვიცი, რა რელიგიური მრწამსი ჰქონდათ, ვერ გეტყვით. რესპონდენტი ამბობს, ექვსი მარიამი გავაუპატიურე სასაფლაოზეო. არ ვიცი, რა რელიგიური დატვირთვა შეიძლება ამას ჰქონოდა. მე ვიცავ ჟურნალისტურ ეთიკას და ჩემს აზრს არ გამოვხატავ. მე შეშფოთებული ვიყავი… ვერ გეტყვით, რატომ მარიამი. ესენი არაორდინარული ადამიანები იყვნენ. გადაცემის შემდეგ მათთან კერძო საუბრები არ მქონია, ვერ გეტყვით, ამ მარიამს რა დატვირთვა ჰქონდა. ეს განათლებული, ინფორმირებული ადამიანები არიან. ვერ ვიტყვი, რომ – ფსიქიკურად შეშლილები. ადეკვატურები იყვნენ. მათი აზრები ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ მათ თავისი მოსაზრებები ჰქონდათ. როგორც კი გავიგეთ ასეთი ჯგუფის არსებობის შესახებ, პრობლემა ღიად დავაყენეთ, თუმცა მაშინ ხალხმა ეს ვერ გაიგო და გადაცემა პროპაგანდად ჩაგვითვალა“,-აღნიშნა ჯაჯანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები