„მოვითხოვ პარლამენტისგან შრომითი უფლებების დაცვისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებსა და კანონების მიღებას“

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სიის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება.
როგორც გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ვინაიდან საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილებულია, ის პირველივე სამუშაო დღეებში, პარლამენტის მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან დაქირავებულის უფლებებისა და შრომის ინსპექციის თაობაზე კანონპროექტების ინიცირებას ელის.
„საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილებულია, ველოდები პარლამენტის მმართველი ძალის წარმომადგენელი წევრების კომენტარებს დაქირავებულის უფლებებისა და შრომის ინსპექციის თემებზე, ასევე ველი მმართველი ძალის მხრიდან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებას და პირველივე სამუშაო დღეებში ინიცირებას. ახლა უკვე ყველაფერი “ქართული ოცნების” ხელშია, მას ვერაფერი შეუშლის ხელს და ამიტომაც უკვე მოვითხოვ პარლამენტისგან შრომითი უფლებების დაცვისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებსა და კანონების მიღებას. პატივცემულო ხელისუფლებავ, ეს თემა, ჩავთვალოთ რომ თქვენი ინდიკატორია, რაც თქვენს ნამდვილ სახეს აჩვენებს, რამდენად ხართ ორიენტირებული ადამიანზე, როგორც ამას ყოველ წუთში აცხადებთ და გვაჯერებთ, რომ “ქართული ოცნება” მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა. გელით!“, – წერს გამზარდია.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება დღეს გაიმართა, რომელზეც საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები