მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 1 600 სამოქალაქო პირი მძევლად აიყვანეს
ერაყის ქალაქ მოსულში „ბოევიკებმა“ „ისლამური სახელმწიფოდან“ 1 600 სამოქალაქო პირი მძევლად აიყვანეს.
გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის პრესმდივნის ცნობით, ტყვეობაში მყოფებს შორის 400 ქალია.
მისვე ინფორმაციით, 2 ნოემბერს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა მოსულში 180 ყოფილი საჯარო მოხელე სიკვდილით დასაჯეს.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო.