კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმება ძალაში შევიდა

კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოწოდებას შეუერთდა და 4 და 5 ნოემბერს ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით, სატელევიზიო ანძა სიმბოლურად მწვანედ გაანათა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროში გამართულ გამოფენას – ,,კლიმატის ცვლილების პირისპირ“ დაესწრო. გამოფენა შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, სადაც შვედი და ქართველი მხატვრებისა და კარიკატურისტების ნამუშევრების სახალისო და ამავდროულად, კლიმატის ცვლილების მიმართულებით კრიტიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მხატვრების ნამუშევრები დღემდე მსოფლიოს 23 ქვეყანაში 250 ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.
პარიზის შეთანხმება მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას, მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა.
მნიშვნელოვანი შენობები მწვანედ განათდა პარიზის შეთანხმების ხელმომწერ ყველა პარტნიორ ქვეყანაშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები