ნუკრი ქანთარია: კონსტიტუციის თავის თავზე მორგების უფლებას არავის მივცემთ

კონსტიტუციის შედგენაში უნდა ჩაერთოს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რადგან ეს კონსტიტუცია მათ უნდა ემსახუროს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქანთარია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთ პარტიას არ უნდა ემსახურებოდეს.
“საზოგადოებაში, რაც უფრო ფართო დისკუსია იქნება კონსტიტუციის ირგვლივ, მით უკეთესია. უახლოეს ხანში საკონსტიტუციო კომისია შედგება. ნებისმიერი თემა, როგორც კი წამოიწევს, უნდა გახდეს ფართო განხილვის საგანი. ყველანი უნდა ვიყოთ ამაზე მეტ-ნაკლებად შეთანხმებულები. ჯანსაღად უნდა ვისაუბროთ კონსტიტუციაზე, უნდა დაიდოს ისეთი კანონი, რომ ვერავინ მოახერხოს მისი თავის თავზე მორგება. ჩვენ ხომ მარადიულად არ უნდა ვიყოთ, მოვა სხვა ხელისუფლება და ჩვენ წავალთ. კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი კანონი და ძირითადი ღერძი უნდა იყოს ურყევი, ჩვენ გვაქვს ეს მისია, რომ დღეს ეს გავაკეთოთ. კონსტიტუციის თავის თავზე მორგების უფლებას არავის მივცემთ, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები