ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

პარიზელებმა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაუხადეს.

23 წლის ქართველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

როგორც ცნობილია, „კვარა“ პარიზულ კლუბში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ქართველი გარემარბის დებიუტი პარიზელების რიგებში 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.

ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გრანდის ღირსებას 2029 წლის ივლისამდე დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები