ოთარ ანგურიძე: არსებული პოლიტიკური თავისუფლებიდან გამომდინარე „TBC ბანკის“ მოგებამ პირველ 9 თვეში 894 777 539 ლარი შეადგინა, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 ლარი 6 თვეში – ასეთ ვითარებაში დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივდება
ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე კომპანიების გაფიცვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გაფიცვაც არის და გაფიცვაც, მაგრამ როცა ოპოზიციასთან ერთად ამ გაფიცულთა ჩამონათვალში ვხედავთ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც არსებული პოლიტიკური თავისუფლებიდან გამომდინარე მათი მოგებები რამდენიმეჯერ გაიზარდა და მაგალითისთვის „TBC ბანკის“ მოგებამ პირველ 9 თვეში 894 777 539 ლარი შეადგინა, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 ლარი 6 თვეში. ასეთ ვითარებაში დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივდება“, – წერს ოთარ ანგურიძე.