ზვიად გაბისონია ცესკოს წევრობის კანდიდატებზე: ოთხივე კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა. პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინეს შემდეგი კანდიდატები: გიორგი ძაგანია, გიორგი ჭიქაბერიძე, დიმიტრი ჯავახაძე და გიორგი ჯავახიშვილი.

ცესკოს წევრების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ ოთხივე კანდიდატი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

„სხდომაზე წარმოდგენილი გახლდათ ოთხი კანდიდატურა. კომისიამ იმსჯელა ოთხივე კანდიდატურის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან დადგენილი წესით. ოთხივე კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ამ სპეციფიკური მიმართულებით“, – განაცხადა გაბისონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები