პაატა სალია: აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა
„ამ ვიზიტს აქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს არჩევნებში გამარჯვება და არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
მან ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.
“აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა. შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი გარანტი იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება“, – აღნიშნა სალიამ.