ლევან მახაშვილი: საზოგადოებაში არა ერთი კითხვის ნიშანი არსებობს ბევრ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა

“საზოგადოებაში არა ერთი კითხვის ნიშანი არსებობს ბევრ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა,” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

“საზოგადოებაში არა ერთი კითხვის ნიშანი არსებობს ბევრ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა. რუსეთ-საქართველოს ომიდან დაწყებული, პენიტენციურ სისტემაში წამების სისტემის შექმნით დასრულებული. საგამოძიებო კომისია სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურება. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში წინა ხელისუფლების არა ერთი მაღალი თანამდებობის პირი გასამართლდა ძალიან მძიმე სისხლის სამართლებრივ დანაშაულებში. ეს კომისია სწორედ ამ საკითხებს შეისწავლის. ერთი მიზანია ის, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მეორე მიზანია, საზოგადოების იმ ნაწილმა, მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომელმაც არ იცის, არ გაუგია, წარმოდგება არ აქვს რა სისტემის შემქმნელებთან გვაქვს საქმე ოპოზიციის სახით, დაინახონ რეალურად, ვინ არიან ეს ადამიანები,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები