ნუკრი ქანთარია: დაიღალა „ნაციონალური მოძრაობა“, ზოგი ოჯახს მიხედავს, ზოგიც სადღაც წავა

„ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია გიგი უგულავას ღია წერილს ეხმაურება, სადაც დედაქალაქის ყოფილმა მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
ქანთარია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევა დაიწყება. „ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადებით, პარტიის წევრები „საბრძოლო“ რეჟიმში ყოფნით დაიღალნენ.
“დაიღალა „ნაციონალური მოძრაობა“, ზოგი კალენდარს ჩახედავს, ზოგი ოჯახს მიხედავს, ზოგიც სადღაც წავა. ეს არცაა გასაკვირი, გამუდმებით აგრესიის რეჟიმში ყოფნა, ყველას მობეზრდება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები