ნუკრი ქანთარია: რუსეთთან მიმართებაში მუდმივად ვსხედვართ ნავთის კასრზე

რუსეთთან მიმართებაში მუდმივად ვსხედვართ ნავთის კასრზე, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დასტაბილურება არ მოხდება დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე.
„რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბარი არის შორეული პერსპექტივა, ამ ეტაპზე ეს, რა თქმა უნდა, არ გამოვა, რადგან ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, რაც არასდროს არ მოხდება. რუსეთთან მიმართებაში მუდმივად ვზივართ ნავთის კასრზე, ცხინვალმა დაიწყო ბიზნესი ჩვენი გატაცებული მოქალაქეების ხარჯზე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ 4 წლის მანძილზე ტყვია არ გავარდნილა. აუცილებელია დიალოგი და ჩვენი ხელისუფლება დიალოგის ყველა რესურსს გამოიყენებს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები