„ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 19:30 საათზეა ჩანიშნული.
სხდომაზე განსახილველი თემები არ კონკრეტდება, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე გიგი უგულავას წერილზე ისაუბრებენ, სადაც დედაქალაქის ყოფილი მერი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიის თავმჯდომარის შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობს.
ამასთან, შესაძლოა, დღეს გადაწყდეს, შევა თუ არა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები